უკრაინაში პორეჩენკოვის მონაწილეობით 3 ფილმის ჩვენება აკრძალეს
უკრაინაში რუსი მსახიობის მიხეილ პორეჩენკოვის მონაწილეობით 3 ფილმის ჩვენება აკრძალეს. ამის შესახებ უკრაინის კულტურის მინისტრმა ევგენი ნიშუკმა განაცხადა.
„ადრე პორეჩენკოვის მონაწილეობით კიდევ 3 ფილმი – „ივან პოდდუბნი“, „თეთრი გვარდია“ და „სპეცნაზი“ ავკრძალეთ. ფილმების ჩვენებაზე ლიცენზია არ გავეცით“, – აღნიშნა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ინტერნეტში ვიდეოჩანაწერი გაჩნდა, რომელზეც პორეჩენკოვი დონეცკის მონახულების დროს მეამბოხეებთან ერთად მსხვილკალიბრიანი ავტომატური იარაღიდან დონეცკის აეროპორტის მიმართულებით ცეცხლი გახსნა. პორეჩენკოვს თავზე ჩაფხუტი ეფარა წარწერით: „პრესა“.
უკრაინის უშიშროების საბჭომ და შსს-მ პორეჩენკოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებში და ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობაში დაადანაშაულეს.
პორეჩენკოვმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ დონეცკში ყოფნის დროს მხოლოდ ჰაერში ისროდა.
„მე ჰაერში ვისროდი“, – განაცხადა პორეჩენკოვმა. მსახიობის მტკიცებით, ეს მხოლოდ ცერემონიული სროლა იყო.