„სამინისტროს მომავალი წლის ბიუჯეტი 70 მილიონი ლარით განისაზღვრება“
დევნილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, სამინისტროს მომავალი წლის ბიუჯეტი წლევანდელთან შედარებით 20 მილიონი ლარით იზრდება. როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სამინისტროს მომავალი წლის ბიუჯეტი 70 მილიონი ლარით განისაზღვრება. “მიღწეულია დევნილთა სამინისტროს ბიუჯეტის სერიოზული ზრდა. თუკი ორი წლის წინ “ნაციონალური მოძრაობის” დროს სამინისტროს ბიუჯეტი შეადგენდა 24 მილიონს, მომავალი წლის ბიუჯეტი იქნება 70 მილიონი, ანუ, წლევანდელთან შედარებით, ის ოცი მილიონი ლარით იზრდება. ამას დაემატება გარკვეული თანხა და დახმარება საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.