ფოთში 6-ბალიანი შტორმია
ფოთში 6-ბალიანი შტორმია. პარალიზებულია პორტი და შეწყვეტილია გემების შეყვანა-გამოყვანის პროცესი. ძლიერი ქარის გამო სამუშაოები არ მიმდინარეობს ნავმისადგომებზეც. სინოპტიკოსები ფოთში ამინდის გაუმჯობესებას 5 ნოემბრიდან ვარაუდობენ. თოვს აჭარის მაღალმთიანეთში. ჩაიკეტა გოდერძის უღელტეხილი და ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელი გვირაბი. ელექტროენერგიის გარეშეა რამდენიმე სოფელი.