ირაკლი ქადაგიშვილი: სინამდვილეში ევროპული ღირებულებები, დემოკრატიული ღირებულებები დღეს გახდა პოლიტიკური შანტაჟის და სპეკულაციის იარაღი

“ევროპული ღირებულებები, დემოკრატიული ღირებულებები დღეს გახდა პოლიტიკური შანტაჟის და სპეკულაციის იარაღი,” – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„ის რაც შეიძლება ევროკავშირის ქვეყნებში ხდებოდეს, მათ შორის სამართალდამცველების მხრიდან ასეთი ტიპის ბრუტალური ქცევა, შეიძლება იყოს ჩუმად გატარებული, მაგრამ საქართველოში როდესაც აქვთ კონკრეტული პოლიტიკური ინტერესი რომ ძალადობრივი მიტინგის აღკვეთის დროს გარკვეული გადაცდომის შემთხვევაშიც კი ამას ევრო რეზოლუციები მოაყოლონ, რა თქმა უნდა ამას არ დაიშურებენ. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ სინამდვილეში ევროპული ღირებულებები, დემოკრატიული ღირებულებები დღეს გახდა პოლიტიკური შანტაჟის და სპეკულაციის იარაღი“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები