რატი იონათამიშვილი: ნებისმიერი, ვინც ცდილობს, რომ აქ რაღაც პოლიტიკური სარჩული შეიტანოს, ის შეურაცხყოფას აყენებს კანონის უზენაესობას

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას მიმართ გამოტანილ განაჩენს პოლიტიკურს უწოდებენ.

„ნებისმიერი, ვინც ცდილობს, რომ აქ რაღაც პოლიტიკური სარჩული შეიტანოს, ის პატივს არ სცემს და შეურაცხყოფას აყენებს კანონის უზენაესობას. რა თქმა უნდა, რადიკალური ოპოზიციისგან ჩვენ ეგ არ გვიკვირს, ვინაიდან მათი საქმიანობის ყველა ეტაპზე სწორედ ამით იყო გამორჩეული, რომ კანონის უზენაესობას ფეხქვეშ თელავდნენ, უბრალოდ ამას აკეთებდნენ იქიდან, რომ მართავდნენ სასამართლოს. დღეს ამის უნარი და რესურსი არ აქვთ და განცხადებებით შემოიფარგლებიან, მაგრამ მათი ზნე მაშინაც და ახლაც იყო ანტისახელმწიფოებრივი“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები