გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიციის მიმართ ნდობა დიდი ხანია საზოგადოებას დაკარგული აქვს

“ოპოზიციის მიმართ ნდობა დიდი ხანია საზოგადოებას დაკარგული აქვს,”- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„რომელ საზოგადოებაში დადიან? საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა არის მომხრე იმ პოლიტიკის, რასაც ჰქვია ოჯახური ღირებულება, რისი მომხრეც ეგენი არ არიან. საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მომხრეა რწმენის, მართლმადიდებელი ეკლესიის, პატრიარქის, ეს ხალხი ამათ ებრძვის. ამიტომაც იციან, რომ საზოგადოებაში დასაყრდენი არ აქვთ. რაც შეეხება მათ არეულობას, ეს მათი ბუნებრივი მოცემულობაა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები