ბასა ფოცხიშვილი – 26 მაისის ღონისძიებაზე: წელს განსაკუთრებული ფიცის დადება გვექნება, ვინაიდან ქრისტიანობის სახელმწიფოებრივ რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ეძღვნება მთელი საზეიმო ღონისძიება
“წელს განსაკუთრებული ფიცის დადება გვექნება, ვინაიდან ქართლის მოქცევის, ქრისტიანობის სახელმწიფოებრივ რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ეძღვნება მთელი საზეიმო ღონისძიება”,- ამის შესახებ 26 მაისის საზეიმო ღონისძიების თაობაზე რეჟისორმა ბასა ფოცხიშვილმა განაცხადა.
მან დაგეგმილი ღონისძიების შესახებ ისაუბრა.
„გადავწყვიტეთ, რომ 12 რეგიონში დადებულიყო ფიცი – ჩვენი ჯარისკაცებისთვის ეს იქნება ძალიან დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანი დღე იმიტომ, რომ წმინდა ადგილებში და ასეთ მნიშვნელოვან წელს დადეს ფიცი და გახდნენ საქართველოს ჯარისკაცები.
რაც შეეხება ჰიმნს, მსოფლიო ოპერის ვარსკვლავები – ნინო მაჩაიძე, ქეთევან ქემოკლიძე და იანო ალიბეგაშვილი შეასრულებენ ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის კაპელასთან ერთად,” – განაცხადა ბასა ფოცხიშვილმა.