მთავრობის ორწლიანი საქმიანობის ანგარიშს რეგიონული მედია გაეცნობა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, „ღია მმართველობის პარტნიორობის” პროექტის ფარგლებში, რეგიონული მედიის წარმომადგენლებს მთავრობის ორწლიანი საქმიანობის ანგარიშს გააცნობს.
შეხვედრა, მთავრობის ადმინისტრაციის ინციატივით, 3-4 ნოემბერს კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში”გაიმართება და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე გაუძღვება.
რეგიონული მედიის 30-ზე მეტ წარმომადგენელს მთავრობის ადმინისტრაციისა და სახელმწიფო უწყებების საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტების ხელმძღვანელები ასევე წარუდგენენ ხელისუფლების ხედვასა და გეგმებს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ღია მმართველობის მიმართულებით.
შეხვედრა UNDP-ის პროექტ „მმართველობის რეფორმის ფონდისა” და შიდა-ს მხარდაჭერით იმართება.
საქართველო, როგორც OGP-ის მმართველი კომიტეტის ერთ-ერთი წევრი, კვლავაც აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო ინიციატივის – „ღია მმართველობის პარტნიორობის” სამოქმედო გეგმაში. მთავრობის ადმინისტრაცია განაგრძობს ღია მმართველობის მეორე ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას, რაც, მუდმივ კომუნიკაციას სახელმწიფო სტრუქტურებსა და საზოგადოებას შორის, უპრეცენდენტოდ მაღალ ღიაობას, ინფორმაციის საჯაროობას და მთავრობის საქმიანობაზე საზოგადოების ინფორმირებულობას გულისხმობს.
პროექტის ფარგლებში, მთავრობის ორწლიანი საქმიანობის ანგარიშს გაეცნობიან არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები. ინფორმაციის გავრცელებისა და გაცვლის მიზნით მოეწყობა დისკუსიები. წლის ბოლომდე, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საკუთარი საქმიანობის გასაჯაროების მიზნით, რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდებიან.
მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, ანგარიშვალდებულება და ღიაობა კვლავ მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები