შალვა პაპუაშვილი – ოპოზიციაზე: იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას მათი არაკონსტიტუციურად გამოცხადების შესახებ
“ჩვენ ველით საკონსტიტუციოს სასამართლოში განხილვებს და იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას მათი არაკონსტიტუციურად გამოცხადების შესახებ,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციურ ალიანსზე საუბრისას განაცხადა.
„ესენი არაკონსტიტუციური პარტიები არიან, რომლებსაც აქეზებენ გარედან. ვხედავთ, ესენი არიან 9 მაისის ევროპის დღის პარტიები, ეს ის ხალხია, რომელიც 9 მაისს აღნიშნავს არა ფაშიზმის დამარცხებას, 9 მაისს ულოცავენ არა ქართველ ვეტერანებს, რომლებმაც დღევანდელი ევროკავშირი შესაძლებელი გახადეს, 9 მაისს იხსენებენ არა იმ 300 000 ქართველს, რომელმაც სიცოცხლე დადო იმისთვის, რომ რომ სამყარო და ევროპა გაეთავისუფლებინა ფაშიზმისგან, არამედ 9 მაისს კოქტეილით აღნიშნავენ ევროკავშირის თუ სხვა ელჩებთან, უცხოელებთან ერთად, რომლებიც არიან მათი დამკვეთები საქართველოში არეულობის, ზიზღის და პროპაგანდის საწარმოებლად“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.