იაპონიაში 1200-წლიანი ისტორიის მქონე ტაძარი ხანძარმა გაანადგურა(ფოტო,ვიდეო)

იაპონიაში, ჰიროშიმის პრეფექტურაში მდებარე მიაძიმას კუნძულზე, 1200-წლიანი ისტორიის მქონე ბუდისტური ტაძარი Reikado Hall-ი ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა.

ტაძარი ცნობილი იყო ე.წ. „მარადიული ცეცხლით“, რომელიც ლეგენდის თანახმად დაახლოებით 1200 წლის განმავლობაში უწყვეტად ენთო.

იაპონური მედიის ცნობით, მარადიული ცეცხლის უსაფრთხო ადგილას გადატანა მოასწრეს.

ადგილზე რამდენიმე სახანძრო ეკიპაჟი მუშაობდა და ხანძრის ლიკვიდაცია დაახლოებით ორ საათში მოხერხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზს სამართალდამცავი და საგანგებო სამსახურები იძიებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ტაძარი 2005 წელსაც დაზიანდა ხანძრის შედეგად, რის შემდეგაც აღადგინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები