უნგრეთში ნავთობისა და გაზის ქარხანაში აფეთქება მოხდა – არის მსხვერპლი
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ ტიშაუივაროშში MOL-ის ნავთობისა და გაზის ქარხანაში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.
„ტიშაუივაროშში, MOL-ის ქარხანაში აფეთქება მოხდა. ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე მძიმედ დაშავდა“, – დაწერა მადიარმა Facebook-ზე.
მისი თქმით, ადგილზე უნგრეთის ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრი იშტვან კაპიტანი და MOL-ის აღმასრულებელი დირექტორი ჟოლტ ჰერნადი იმყოფებოდნენ.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ მეხანძრეები და სამაშველო ჯგუფები, ხოლო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მოსახლეობისთვის პირდაპირი საფრთხე აღარ არსებობს.