“განსაკუთრებით ბოლო წლების გამოცდილებამ (როდესაც დაიწყო განსაკუთრებული შეტევა საქართველოზე) გვასწავლა, რომ ვიცოდეთ ერთი რამე – ჩვენი ერთადერთი საზომია ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ასე ველაპარაკებით აშშ-საც, ევროკავშირსაც და ყველა ქვეყანას”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გარე ძალები უნდა შეეგუონ იმას, რომ საქართველოს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება, რომელიც მოქმედებს ეროვნული ინტერესებით.
„რაც არის საქართველოს ეროვნულ ინტერესებში, მზად ვარ იმ საკითხებზე შევთანხმდეთ. არაერთხელ გვითქვამს, ჩვენი მთავარი ეროვნული ამოცანა ქვეყნის განვითარებაა, ამიტომ ნებისმიერი ნაბიჯზე, რომელიც ამას ემსახურება, მზად ვართ წავიდეთ, ნებისმიერი ნაბიჯი, რაც ამას ეწინააღმდეგება, როგორიცაა რუსეთთან ესკალაციისკენ ბიძგი, რასაც ევროკავშირის ცდილობს ბოლო რამდენიმე წელია, ამაზე რა თქმა უნდა ვერ წავალთ. იგივე ეხება მოსახლეობის ეკონომიკურ კეთილდღეობას. თუკი რამეს უნდა შეეგუონ გარე ძალები უნდა შეეგუონ ამას, რომ საქართველოს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება, რომელიც მოქმედებს ეროვნული ინტერესებით. მანამ, სანამ აქ ვერ დასვამენ მარიონეტულ ხელისუფლებას, ვერ დასვამენ იმ ხალხს, ვინც უცხო ქვეყნის დროშებს აფრიალებს, მანამ საქართველოს ექნება საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისი პოლიტიკა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.