მდინარე ხობისწყალზე ორი სოფლის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა დასრულდა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, ხობის მუნიციპალიტეტში, ქარიატას ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ხობისწყალზე, სოფლების – გაღმა და გამოღმა ქარიატას დამაკავშირებელი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა დაასრულა. ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

პროექტის ფარგლებში, აშენდა ახალი ფოლადრკინაბეტონის ხიდი, რომლის სიგრძე 116 მეტრს შეადგენს, ტროტუარის სიგანე კი 1.5 მეტრია.

ახალი ხიდი ორ მჭიდროდ დასახლებულ სოფელს დააკავშირებს ერთმანეთთან და მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4,7 მლნ. ლარით დაფინანსდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები