ნინო წილოსანი – პეტერ ფიშერზე: სამწუხაროდ ამ დიპლომატის განცხადებები სრულიად ანტიქართული და ანტიდემოკრატიულია
“სამწუხაროდ ამ დიპლომატის განცხადებები სრულიად ანტიქართული და ანტიდემოკრატიულია,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა პეტერ ფიშერის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.
მისივე თქმით, ამ დიპლომატისგან მსგავსი განცხადებები არავის უკვირს.
„სამწუხაროდ ამ დიპლომატის განცხადებები სრულიად ანტიქართული და ანტიდემოკრატიულია. ყველაზე დიდი უბედური ის არის, რომ ანტიევროპულია, იმიტომ რომ, მათ შორის, ევროკავშირისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი საკვანძო შემადგენლის როლი და როდესაც ამ ყველაფერს ეს დიპლომატი უარყოფს და პირიქით, ცდილობს რომ დაბლა დასწიოს საქართველოს როლი ამ კუთხით, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვხედავთ, რამხელა ინტერესი აქვს მას, რომ საქართველო იყოს გაუფასურებული. მისგან ეს განცხადებები არავის გვიკვირს“, – აღნიშნა წილოსანმა.
შეგახსენებთ, გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ „შუა დერეფნის“ მნიშვნელობა არ უნდა გააზვიადონ და გერმანია ამ სატრანზიტო დერეფნის გამო საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევებზე თვალს არ დახუჭავს.