მაროკოს დედაქალაქ ფეზში შენობის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

მაროკოს ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ფეზში, საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად, 14 ადამიანი დაიღუპა.

ამის შესახებ საინფორმაციო პორტალი Hespress-ი ქალაქის სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებზე დაყრდნობით იტყობინება.

მედიკოსებმა დასძინეს, რომ კიდევ ექვსი ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ზოგიერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

გარდაცვლილთა ცხედრები, ისევე როგორც დაშავებულები, რეგიონულ ქალაქის საავადმყოფოსა და ჰასან II-ის უნივერსიტეტის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც ცნობილია, შენობა უკანონო მშენებლობის გამო ჩამოინგრა.

ქალაქის სააპელაციო სასამართლოს პროკურატურამ ინციდენტთან დაკავშირებული ყველა მიზეზისა და გარემოების დასადგენად გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები