შალვა პაპუაშვილი – გერმანიის ელჩზე: ნუ იქნები მატყუარა და ნუ დაუჭერ მხარს ძალადობას

“არადა, ასეთი არასახალისო მდგომარეობიდან გამოსავალი მარტივია – ნუ იქნები მატყუარა და ნუ დაუჭერ მხარს ძალადობას,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ნიანგის ცრემლები სიმართლეს ვერ გადაფარავს.

“არადა, ასეთი არასახალისო მდგომარეობიდან გამოსავალი მარტივია – ნუ იქნები მატყუარა და ნუ დაუჭერ მხარს ძალადობას. მატყუარაა ის, ვინც ძალადობას „მშვიდობიან პროტესტს” უწოდებს და ძალადობის მხარდამჭერია ის, ვინც ფაშისტური სლოგანის ფონზე პოზირებს. ნიანგის ცრემლები სიმართლეს ვერ გადაფარავს“, – წერს პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ „შუა დერეფნის“ მნიშვნელობა არ უნდა გააზვიადონ და გერმანია ამ სატრანზიტო დერეფნის გამო საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევებზე თვალს არ დახუჭავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები