ნოდარ ხადური: ახალი სასწავლო წლიდან მასწავლებელთა საბაზისო ხელფასი 50 ლარით იზრდება
ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, ახალი სასწავლო წლიდან მასწავლებელთა საბაზისო ხელფასი 50 ლარით, ხოლო მაღალი კატეგორიის პედაგოგთა ხელფასი კი დაახლოებით 200 ლარით გაიზრდება.
“მასწავლებელთა ხელფასი ახალი სასწავლო წლიდან იზრდება. პირველი სექტემბრიდან დაგეგმილია საბაზისო ხელფასის ზრდა 50 ლარით და მაღალი კატეგორიის პედაგოგთა ხელფასის გაზრდა დაახლოებით 200 ლარით”, – განუცხადა ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.