1 სექტემბრიდან სოციალურად დაუცველებს პენსია დიფერენცირებულად, მაქსიმუმ 25 ლარით გაეზრდებათ
მომავალი წლის პირველი სექტემბრიდან პენსია მხოლოდ სოციალურად დაუცველებს გაეზრდებათ. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, მაქსიმალური ზრდა 25 ლარი იქნება.
“დაფინანსება გაეზარდა ძალიან ბევრ უწყებას, მათ შორის ჯანდაცვის მიმართულება 25 მილიონით არის გაზრდილი, საიდანაც ნაწილი მოხმარდება სოციალურად დაუცველებისთვის პენსიის ზრდას. ზრდა ქულების მიხედვით მოხდება და მისი მაქსიმალური ოდენობა 25 ლარი იქნება. გაზრდილ პენსიას სოციალურად დაუცველები 1 სექტემბრიდან მიღებენ”, – განაცხადა ხადურმა.
ფინანსთა მინისტრის განმარტებით, პენსიის ზრდა 2016 წელსაც მოხდება და ის უკვე ყველას შეეხება.