ქართული უხმო კინოს რეტროსპექტივა გაიმართება

21 – 24 მაისს, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი და საქართველოს ეროვნული არქივი,  ქართული უხმო კინოს რეტროსპექტივას უმასპინძლებს.
კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეტროსპექტივის ფარგლებში ნაჩვენები იქნება 1920-იანი წლების ქართული კინოს მნიშვნელოვანი ნამუშევრები:
21 მაისი, 18:00 – „სამი სიცოცხლე“ – ივანე პერესტიანი / 1924 (153)
22 მაისი
16:00 –  „პირველი კორნეტი სტრეშნევი“ – მიხეილ ჭიაურელი, ეფიმ ძიგანი / 1928 (63)
18:00 – „წითელი ეშმაკუნები“ – ივანე პერესტიანი / 1923 (137)23 მაისი
16:00 – „ნათელა“ – ამო ბეკ-ნაზაროვი / 1926 (72)
18:00 – „ბოშური სისხლი“ – ლევ პუში / 1928 (61)
24 მაისი
16:00 – „თეთრი მხედარი“ (ომის ღმერთი) – ეფიმ ძიგანი / 1929 (69)
18:00 – „მთის კანონი“ – ბორის მიხინი / 1927 (72)
ფილმები რესტავრირებული სახით პირველად წარდგება ფართო აუდიტორიის წინაშე. ფილმები ნაჩვენები იქნება ინგლისური სუბტიტრებით.
ფილმების ჩვენება გაიმართება საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში.

მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი N1;  პეკინის ქ. N40.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები