უკრაინის საზღვართან განლაგებული რუსეთის ჯარი სრული შემადგენლობით დონბასში შევიდა
რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ბოლო 2 დღის მანძილზე მასშტაბური ხასიათი მიიღო. ამის შესახებ უკრაინის ანტიტერორისტული ცენტრის შტაბში განაცხადეს. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციიდან უკრაინაში ათასობით ჯარისკაცი და ასობით ერთეული ტექნიკა, მათ შორის ჯავშანტრანსპორტიორები და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები შევიდა.
„ვთქვათ, რუსეთმა ჯარი შემოიყვანა – ეს არაფრისმთქმელია. ბოლო 2 დღის განმავლობაში რუსული სამხედრო ტექნიკის და პირადი შემადგენლობის რაოდენობა დონბასში ათობით გაიზარდა. წინასწარი დათვლებით, უკრაინის საზღვართან განლაგებული რუსული არმიის დიდი ნაწილი დონბასში შევიდა. ეს ათასობით ჯარისკაცი და ტექნიკის ასობით ერთეულია. ახლა, დაზვერვის ინფორმაციით, ტექნიკა გადანაწილებულია მარიუპოლის, დებალცევოს, ლუგანსკის მიმართულებებზე. რუსეთის ჯარის ქვედანაყოფებს, რომლებიც ქალაქში შევიდნენ, არ აქვთ განმასხვავებელი ნიშნები, ანუ ფაქტობრივად რუსეთმა საკუთარი ჯარი დონბასში შემოიყვანა“, – განაცხადეს ანტიტერორისტული ცენტრის შტაბში.
შტაბში ასევე განაცხადეს, რომ რუსეთის ფედერაციის სამხედრო კოლონის ნებისმიერი მოძრაობა უკრაინული დაზვერვის მიერაა დაფიქსირებული.