მოსკოვი: დონბასში ჩატარებული არჩევნები შედგა

მოსკოვის განცხადებით, არჩევნები უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით შედგა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ ისინი პატივს სცემენ დონბასის მოსახლეობის ნების გამოხატვას.
„დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებში ამომრჩეველთა მაღალი აქტივობით არჩევნები, საერთო ჯამში, ორგანიზებულად ჩატარდა. ჩვენ სამხრეთ-აღმოსავლეთის მოსახლეობის ნების გამოვლენას პატივს ვცემთ. რეგიონებში ნორმალური ცხოვრების აღდგენისთვის პრაქტიკული ამოცანების შესასრულებლად არჩეულმა წარმომადგენლებმა მანდატი მიიღეს. შემდგარი არჩევნების გათვალისწინებით, ძალზედ მნიშვნელოვანია დონბასის წარმომადგენლების და უკრაინის ცენტრალური ხელისუფლების შორის დიალოგის გასამყარებლად აქტიური ნაბიჯების გადადგმა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დონბასში არჩევნები 2 ნოემბერს ჩატარდა. შედეგების თანახმად, „დონეცკის რესპუბლიკაში“ „პრემიერი“ ალექსანდრე ზახარჩენკო და მისი მოძრაობა „დონეცკის რესპუბლიკა“ ლიდერობს. „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში“ კი ლიდერი იგორ პლოტნიცკი და საზოგადოებრივი მოძრაობა „მშვიდობა ლუგანშინას“ იმარჯვებს.
ევროკავშირი დონბასში ჩატარებულ არჩვევნებს არალეგიტიმურად აფასებს და მისი შედეგების აღიარებას არ აპირებს. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეების და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა კომისარმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები