დაცული ტერიტორიების სააგენტომ დემარკაციის პროცესი დაიწყო

თბილისის ეროვნულ პარკში დემარკაციის საკითხების მოგვარების პროცესს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე რატი ჯაფარიძე ადგილზე გაეცნენ.
სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის ეროვნული პარკისა და ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების საზღვრები დაუზუსტებელია, რის გამოც მოსახლეობა ვერ ახერხებს კუთვნილი ქონების რეგისტრაციას საჯარო რეესტრში.
ამ ეტაპზე სამუშაოების შესწავლა და პრობლემური ადგილების საზღვრები ზუსტდება, რის შემდეგაც ჩატარდება დემარკაცია. საზღვრები, ძირითადად, მკაცრ გეოგრაფიულ ორიენტირზე იქნება გავლებული. მოსახლეობას საშუალება ექნება, თავიანთი საკუთრების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში მოახდინოს.
თბილისის ეროვნულ პარკსა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში დემარკაციის პროცესი მომავალ წელს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები