ჩაქვის გირაბთან მეწყერის ჩამოწოლის გამო მოძრაობა შემოვლითი გზით ხორციელდება
ჩაქვის გვირაბთან, ცენტრალურ გზაზე, ბათუმის მონაკვეთზე მეწყერის ჩამოწოლის გამო მოძრაობა შეზღუდულია. ამჟამად, მოძრაობა გადართულია შემოვლით საავტომობილო გზაზე. რეგიონული განვითარებისა სა ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ჩამოშლილია დაახლოებით 20-30 ათასი მ3 მასა. ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება.რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეცტექნიკით მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. უწყების ინფორმაციით, მოძრაობის აღდგენა უმოკლეს ვადებში მოხდება.