ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში პირველი სასიკვდილო განაჩენი გამოიტანეს (ვიდეო)
ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში სახალხო სასამართლომ პირველი სასიკვდილო განაჩენი გამოიტანა. სასჯელის უმაღლესი ზომა გამოუტანეს მამაკაცს, რომელსაც გაუპატიურებაში დასდეს ბრალი. ვერდიქტი ქალაქ ალჩევსკის 300-მდე მოსახლემ გამოიტანა. საკუთარი პოზიცია მათ ხელის აწევით დააფიქსირეს.
31 ოქტომბერს სასამართლოს დარბაზში გადაღებული ვიდეო YouTube-ზე აიტვირთა. ვიდეოს იდენტურობა მილიციის წარმომადგენლებმა დაადასტურეს. ამჟამად, გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი ორივე მსჯავრდებული პატიმრობაში იმყოფება. ერთ-ერთი გათავისუფლება იგეგმება, მის განაჩენს უახლოეს მომავალში გამოიტანენ.
ბრიგადა „პრიზრაკის“ მეთაურმა ალექსეი მოზგოვოიმ განაცხადა, რომ მსგავსი სასამართლოები რეგულარულად ჩატარდება. გავრცელებული ინფორმაციით, სიკვდილით დასჯას დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში არ აღიარებდნენ. ახალი სისხლის სამართლის კოდექსი 18 აგვისტოს შევიდა ძალაში. კანონმდებლობის თანახმად, ქალების, არასრულწლოვნების და 60 წლის ზემოთ კაცების დახვრეტა იკრძალება.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=t7kCCnathIQ” width=”560″ height=”315″]