საფრანგეთში ებოლას პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებული გაეროს თანამშრომელია

  საფრანგეთში ებოლას პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებული გაეროს თანამშრომელი ქალბატონია, რომლიც უკვე ჰოსპიტალიზებულია. პაციენტი სიერა-ლეონედან პარიზში სპეცრეისით ჩაიყვანეს.
დაინფიცირებული უსაფრთხოების მიზნით, პარიზის გარეუბანში მდებარე სამხედრო ჰოსპიტალის სპეციალურ იზოლატორშია მოთავსებული. როგორც საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ქვეყანაში ებოლას ეპიდემიით დაავადების სხვა შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ბოლო მონაცემებით, ებოლას ეპიდემიით 5 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, აფრიკიდან დაავადების გავრცელებამ იკლო, თუმცა ვირუსზე საბოლოო გამარჯვება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები