ბრიტანულმა სამხედრო თვითმფრინავებმა რუსულ ბომბდამშენს გზა გადაუჭრეს

  ბრიტანეთის სამხედრო თვითმფრინავები შოტლანდიის ქალაქ ლოსიმუტიდან რუსული ბომბდამშენის გასაცილებლად გაფრინდნენ, რა დროსაც მათ სახელმწიფო საზღვართან ახლოს რუსულ სტრატეგიულ ბომბდამშენ „ტუ 95-ს“ გზა გადაუჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალები ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსული „ტუ 95“ საერთაშორისო საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა და ბრიტანეთის საჰაერო სივრცე არ დაურღვევია. შეგახსენებთ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ბალტიისა და შავი ზღვების აკვატორიაში რუსული სამხედრო ავიაციის აქტივობა მკვეთრად გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები