ბოინგ 777-ის ავიაკატასტროფისას დაღუპული მალაიზიის მოქალაქეები ამოიცნეს

  უკრაინაში მალაიზიური ბოინგ 777-ის ავიაკატასტროფისას დაღუპული მალაიზიის 44 მოქალაქის ვინაობა იცნობილია. ამის შესახებ მალაიზიის ტრანსპორტის მინისტრმა ლიოუ ტიონგა ლაიემ განაცხადა.
ავიაკატასტროფაში დაღუპული 289 ადამიანი იდენტიფიცირებულია, თუმცა საელჩოების თხოვნით სხვა გარდაცვლილთა ვინაობა არ სახელდება. ამოცნობის პროცსში 200 საერთაშორისო ექსპერტი იღებს მონაწილეობას. ამჟამად ისინი ქალაქ ჰილვესრუმის მახლობლად ამსტერდამიდან 30 კილომეტრში სამხედრო ბაზაზე მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები