გოდერძის უღელტეხილზე მოძრაობა შეზღუდულია, მაშველები კი თოვლში ჩარჩენილი მანქანების გამოყვანას ცდილობენ

  თოვლისა და ქარბუქის გამო ამ დროისთვის გოდერძის უღელტეხილზე მოძრაობა აკრძალულია. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბესიკ ბუაჩიძის განცხადებით, ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება ვერ ხერხდება, რის გამოც ადგილზე გაჩერებულია როგორც მსუბუქი, ასევე სატვირთო ავტომობილები.
ამ დროისთის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია. მაშველებს თოვლში ჩარჩენილი მანქანები გამოჰყავთ.
ბუაჩიძის თქმით, უღელტეხილზე 10 სანტიმეტრზე მეტი სიმაღლის თოვლია. მისივე ინფორმაციით, სოფლებთან მისასვლელ გზებზე მოძრაობა არ შეზღუდულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები