საუდელი ქალი „ისლამის შეურაცხყოფისთვის“ დააკავეს

  საუდ ალ-შამარი ქვეყანაში პირველი ადვოკატი ქალია, რომელიც დღეს „ტვიტერში“ ისლამის შეურაცხმყოფელი კომენტარების გამო დააკავეს. საუდელი რელიგიური მოღვაწეების არაჭეშმარიტ რწმენაზე ის ხშირად საჯაროდ საუბრობდა ალ-შამარი თვლის, რომ საუდის არაბეთის ქალებს საკუთარი უფლებების დაცვაში ხელს სწორედ ისინი უშლიან.
მან ასევე განაცხადა, რომ კაცები, რომლებიც რელიგიური აზროვნების გამო იზრდიან წვერს სულელები არიან, ამის გამო მას მოკვლით ემუქრებოდნენ. საუდ ალ-შამარი ჯგუფის „საუდის ლიბერალი“-ს ერთ-ერთი დამფუძნებელია. მეორე დამფუძნებელი კი რაიფ ბადავი სახელდება, რომელსაც ისლამის შეურაცხყოფისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები