დონეცკსა და ლუგანსკში სეპარატისტების მიერ ჩატარებულ არჩევნებზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

  დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში სეპარატისტების მიერ ჩატარებულ ე.წ. არჩევნებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის უშიშროების სამსახურის ცნობით, არჩევნები უკრაინის კონსტიტუციასა და კანონებს ეწინააღმდეგება. არღვევს სახელმწიფო ორგანოთა არჩევნების ჩატარების რიგითობას, რაც ძალაუფლების უკანონოდ ხელში ჩაგდებას ნიშნავს.
შეგახსენებთ, რომ ამ არჩევნებს კიევთან ერთად დასავლეთის ქვეყნებიც არ აღიარებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები