დღეს რუმინეთში პრეზიდენტს ირჩევენ

დღეს რუმინეთში პრეზიდენტის არჩევნები იმართება. რეალური პრეტენდენტები მთავარ პოსტზე „სოციალ-დემოკრატიული“ პარტიის წევრი, მოქმედი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ პონტი და „ნაციონალ-ლიბერალური“ პარტიის ლიდერი კლაუს იოჰანესი არიან.
უცხოური მედიის ცნობით, თუ არჩევნების შედეგად გამარჯვებულს კვირას არ დაასახელებენ, მეორე ტური 16 ოქტორმბერს ჩატარდება.
მოქმედ პრეზიდენტს ტრაიან ბესესკუს არჩევნებში მესამედ კენჭის ყრის უფლება არ აქვს. პონტისა და მას შორის ურთიერთობა დაძაბულია. არჩევნების დროს ბესესკუმ განაცხადა, რომ პონტი ყოფილი ჯაშუშია. ახლადარჩეულ პრეზიდენტს ბევრი პრობლემის გადაწყევატა მოუწევს, როგორც ეკონომიური რეცესიის ასევე მთავრობის კორუპციული და არაეფექტური მმართველობის განეიტრალება.
შეგახსენებთ, რომ რუმინეთის მოქმედმა პრეზიდენტმა, რომელიც თავის პოსტს დეკემბერში ტოვებს, განაცხადა, რომ მოლდოვის მოქალაქეობას მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები