ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში ქუჩები დაიტბორა
ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში ქუჩები დაიტბორა. თავდადებულის, ბაგრატიონის, გოგოლისა და მაიაკოვსკის ქუჩებზე საცხოვრებელი სახლების პირველი სართულებია დატბორილი. დაზიანებულია საყოფაცხოვრებო ნივთები. ამჟამად ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ხულოში პირველი თოვლი მოვიდა, რის გამოც ავტომანქანებს გადაადგილება უჭირთ. ქედაში მეწყერია ჩამოწოლილი, რაც მოსახლეობას პრობლემებს უქმნის.