ისლამისტმა მებრძოლებმა კონგოში 16 ადამიანი მოკლეს

  კონგოში, ქალაქ ბენისში ისლამისტმა მებრძოლებმა 16 ადამიანი მოკლეს, მათ შორის ორი ჯარისკაცია.
ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლის თედი კატალიკოს ინფორმაციით, თავდამსხმელები ტერორისტული დაჯგუფების „დემოკრატიული ძალების კავშირი – ურგანდის განთავისუფლების ნაციონალური ჯარის“ (Allied Democratic Forces — National Army for the Liberation of Uganda, ADF-Nalu) წევრები, ისლამის მებრძოლეები არიან. ამ დაჯგუფების წევრები რეგულარულად ახდენენ თავდასხმას ქალაქ ბენის საცხოვრებელ პუნქტებზე.
18 ოქტომბერს ბოლო თავდასხმის შედეგად, ქალაქ ბენიდან 50 კილომეტრში 22 ადამიანი დაიღუპა, აქედან 8 ბავშვი იყო. ბოლო პერიოდში ისლამისტებმა დაახლოებით ბენის ასი მოქალაქე მოკლეს. დემოკრატიულ კონგოს რესპუბლიკაში არასტაბილური მდგომარეობაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები