დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ე.წ. არჩევნები მიმდინარეობს

  დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ე.წ. არჩევნები მიმდინარეობს. სეპარატისტები “რესპუბლიკის მეთაურსა” და “უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს” ირჩევენ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში 300-ზე მეტი საარჩევნო უბანია გახსნილი, ლუგანსკში კი-100.
მოსკოვი აპირებს საპარატისტულ რეგიონებში მიმდინარე ე.წ. არჩევნების შედეგები აღიაროს. ევროკავშირი მას აფრთხილებს, რომ დონბასის არჩევნების აღიარებას, შესაძლოა, სანქციები მოჰყვეს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ არჩევნები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა მინსკის შეთანხმებისა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები