ქობულეთში, ადიდებულ მდინარეში ჩავარდნილ მამაკაცს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ

   ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაღელეს მდინარეში ჩავარდნილ 45 წლის მამაკაცს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ. როგორც “კვირას“ აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ სულხან ხაბაზმა განუცხადა, მამაკაცი ძმასთან ერთად მდინარის გადაკვეთას ცდილობდა, ძმას რამდენიმე მეტრის დაშორებით ჩამორჩა და გაუჩინარდა.
“დაკარგულია ქობულეთის რაიონის სოფელ ციხისძირის მკვიდრი 45 წლის ზაურ ჯაბნიძე, ის ძმასთან ერთად მდინარის გადაკვეთას ცდილობდა, როგორც მის ძმა აცხადებს მამაკაცი მას რამდენიმე მეტრით ჩამორჩა და გაუჩინარდა. დაკარგულს ფეხის ტრავმა აქვს. თავდაპირველად ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარი ძალებით ეძებდა დაკარგულს, შემდეგ ჩვენ მოგვმართეს და ამ დრომდე მიმდინარეობს დაკარგულის სამძებრო სამუშაოები“, – განუცხადა “კვირას“ სულხან ხაბაზმა.
არსებული ინფორმაციით, დაკარგული მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები