საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მამა გაბრიელის ხსენების დღეს აღნიშნავს

  წმინდა მამა გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს. ამ დღესათან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა ჩატარდება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საკვირაო წირვას სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.
2012 წლის 20 დეკემბერს ეკლესიის წმინდა სინოდმა არქიმანდრიტი გაბრიელი წმინდანად შერაცხა. მისი ხსენების დღედ კი 2 ნოემბერი დადგინდა. მამა გაბრიელი სიცოცხლის ბოლო წლებში სამთავროს დედათა მონასტერში მოღვაწეობდა. 1995 წლის 2 ნოემბერს იგი მონასტერში გარდაიცვალა. ანდერძის მიხედვით, ჭილოფში გაახვიეს და მონასტრის ეზოში დაკრძალეს. მისი საფლავი 2014 წლის 22 თებერვალს გაიხსნა და ფერისცვალების სახელობის ტაძარში დაასვენეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები