როდის გამოიდარებს საქართველოში – ამინდის პროგნოზი
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცივი და ნალექიანი ამინდი რამდენიმე დღის განმავლობაში ისევ გაგრძელდება.
როგორც „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, დღეს დასავლეთ საქართველოში წვიმა საღამოსაც შენარჩუნდება. ხვალ დილიდან ნალექის ინტენსივობა შემცირდება, ზოგიერთ რაიონში კი წვიმა გადაიღებს.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, დასავლეთის მსგავსად, ხვალ დილიდან ნალექი ეტაპობრივად შეწყდება. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულებით ქარი. შედარებით ძლიერი ქარი შენარჩუნდება 4 ნოემბრამდე. ღამის საათებში ზოგიერთ რაიონში ყინვაა მოსალოდნელი.
გვაზავას ინფორმაციითვე, როგორც აღმოსავლეთ ისე დასავლეთ საქართველოს მთაში და მაღალმთაში თოვლია მოსალოდნელი.
5 ნომებრიდან ჰაერის ტემპერატურა შედარებით მოიმატებს და საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექი შეწყდება.