შიო მღვიმის მონასტრისკენ მიმავალ გზაზე 2 000 ხე დარგეს

მცხეთის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, ქ. მცხეთის ტერიტორიაზე გამწვანების აქცია ჩატარდა. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო და მცხეთის რაიონული პროკურატურის თანამშრომლებმა მოსწავლეებთან ერთად შიო მღვიმის მონასტრისკენ მიმავალი გზის ტერიტორიაზე 2000 იფანის ხე დარგეს.
აქციაში მცხეთის მერიის თანამშრომლები და გარემოს დაცვის სამსახურის წარმომადგენლებიც იღებდნენ მონაწილეობას.
ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა და საქართველოში გარემოზე ზრუნვასა და გამწვანების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები