პოლონეთი და ლიეტუვა მზად არიან, საკუთარ ტერიტორიებზე ამერიკელი სამხედროები განალაგონ
თუ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გერმანიიდან ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანას დააპირებს, ვარშავა მზად არის, ისინი პოლონეთში მიიღოს და ამისთვის პოლონეთი საჭირო ინფრასტრუქტურასაც ფლობს,- ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ ლიეტუვაში ვიზიტისას განაცხადა.
მედიის თანახმად, მსგავსი პოზიცია აქვს ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასაც.
ნაუსედამ სამხედრო სწავლებაზე დასწრებისას თქვა, რომ ნატო-ს მოკავშირეებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რათა შეერთებული შტატები ევროპის სამხედრო პარტნიორად დარჩეს.
„თუ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გერმანიაში ამერიკული სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის შემცირებას გადაწყვეტს, ჩვენ პოლონეთში მზად ვართ, მივიღოთ ამერიკელი ჯარისკაცები“, – განაცხადა ნავროცკიმ.