ეროვნული ბიბლიოთეკა ახალი ინტრაქსელური ციფრული ბიბლიოთეკის შექმნას გეგმავს
ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტი იწყებს ახალ პროექტს, რომელიც ინტრაქსელური ციფრული ბიბლიოთეკის “ქართული არასამთავრო ორგანიზაციების სავიზიტო გამოცემები” შექმნას გულისხმობს.
ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი კილაძე პროექტში ჩართვის სურვილის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკას pdf ფორმატში მიაწოდონ ორგანიზაციის მიერ გამოცემული ერთი რჩეული ”სავიზიტო გამოცემა”.