დავით ნარმანიამ მშენებარე კომპლექსი „დირსი“ დაათვალიერა

  თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ორთაჭალაში მშენებარე საცხოვრებელი კომპლექსი „დირსი“ დაათვალიერა, დასრულებული ბინები და საჩვენებელი ოთახი, ე.წ. შოურუმი მოინახულა.
მერიის ცნობით, საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას აზერბაიჯანული კომპანია „AS Group Investment“ -ის შვილობილი კომპანია „AS Georgia“ ახორციელებს.
თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, საცხოვრებელი კომპლექსის კეთილმოწყობის მიმართულება ნაწილობრივ თბილისის მერიის ვალდებულებაა, ამდენად, გარკვეული საკითხები ერთობლივად უნდა გადაიჭრას. მისივე თქმით, პროექტის პირველი ფაზა დასასრულს უახლოვდება და პირველი კორპუსი უახლოეს ერთ თვეში მიიღებს მაცხოვრებლებს.
აზერბაიჯანული კომპანია „AS Group Investment“ -ის დირექტორის შაჰინ მოვსუმოვის თქმით, თბილისის მერთან პირველი შეხვედრა წარმატებული იყო. მისივე თქმით, შეხვედრაზე პროექტ „დირსის“ შემდგომ განვითარებაზე ისაუბრეს.
პროექტი „დირსი“ სამი ფაზისგან შედგება. პირველი ფაზა ნოემბრის ბოლოს დასრულდება. საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა 2012 წელს დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები