დავით უსუფაშვილი: კოალიციაში 2016 წლის არჩევნებამდე დავრჩებით

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით “რესპუბლიკური პარტია” კოალიციაში 2016 წლის არჩევნებამდე დარჩება. ამის შესახებ უსუფაშვილმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
“კოალიცია დროებითი მოვლენაა და არა ცოლ-ქმრული ურთიერთობა, რომელიც არასდროს დაირღვევა. კოალიცია დროებითი მოვლენაა, მაგრამ ჩვენ განვაცხადეთ “რესპუბლიკელებმა”, რომ კოალიციაში გავერთიანდით 2016 წლის არჩევნების ჩათვლით. ეს ასე არის და ეს ასე იქნება ჩვენი, “რესპუბლიკელების” მხრიდან”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები