რატომ არ დასძლია პარლამენტმა ვეტო – უსუფაშვილის განმარტება

ვეტოს გაზიარებით ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ კონფრონტაციული გარემო გადაიქცა სათანამშრომლო გარემოდ. იმიტომ დავუჭირე პრეზიდენტის ვეტოს მხარი, რომ მე მირჩევნია ეს ერთი თვე სათანამშრომლო გარემოში ვიყო არასამთავრობოებთან, კოლეგებთან პარლამენტში, მთავრობაში, პრეზიდენტთან, უცხოელებთან, ვიდრე თებერვლამდე გადაგვედო ეს საკითხი ვეტოს დაძლევით და ვყოფილიყავით კონფრონტაციულ მდგომარეობაში არასამთავრობოებთან, პრეზიდენტთან, უცხოეთთან და ყველასთან”, – აღნიშნა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონში განხორციელებულ ცვლილებებს ვეტო დღეს დაადო. დღესვე, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტმა პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებულ შენიშვნებს და მის საკანონმდებლო შეთავაზებას მხარი დაუჭირა.
პრეზიდენტის პროექტს ხმა 95-მა დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგი ერთი დეპუტატი წავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები