ჩინეთმა პირველად გადაწყვიტა კონსტიტუციის დღის აღნიშვნა

სრულიად ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა კრების მუდმივმოქმედმა კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კონსტიტუციის დღე დაეწესებინა. ამიერიდან ჩინეთის კონსტიტუციის დღე 4 დეკემბერს აღინიშნება. ამ ინფორმაციას გამოცემა „სინჰუა“ ავრცელებს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ პირველი კონსტიტუცია 1954 წელს მიიღო. შემდგომში ჩინეთის კონსტიტუციის მიღება 1975 და 178 წლებში მოხდა. ჩინეთის მოქმედი კონსტიტუცია კი 1982 წლის 4 დეკემბრიდან არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები