ლატვიამ რუსი მსახიობი მიხეილ პორეჩენკოვი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა

ლატვიამ რუსი მსახიობს მიხეილ პორეჩენკოვს თავის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა. პორეჩენკოვის პერსონა ნონ-გრატად გამოცხადების მიზეზი რუსი მსახიობის მიერ დონეცკში უკრაინული მხარისთვის გახსნილი ცეცხლი გახლავთ. ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია დღეს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარ რინკევიჩმა გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ რუსული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებიდან ლატვიაში ჩასვლა ასევე ვალერიას, იოსებ კობზონს, ოლეგ გაზმანოვს და ივან ოხლობისტინს ეკრძალებათ. რადიო „ეხო მოსკვა“-ს ცნობით პორეჩენკოვის მიმართ ანალოგიური სანქციების დაწესებას ევროკავშირის სხვა ქვეყნებიც გეგმავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები