ზურაბ ჯაფარიძე აქციაზე მოქალაქეებისთვის თანხის გადაცემასთან დაკავშირებულ ბრალდებებს პასუხობს

  “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 15 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით განცხადებებს პასუხობს.
როგორც პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე უმცირესობის დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, ბრალდება იმასთან დაკავშირებით, რომ პარტია მოსახლეობას აქციაზე დასასწრებად თანხას გადაუხდის, მოქალაქეების შეურაცხყოფაა.
„განცხადება იმის შესახებ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” 15-დან 50-ლარამდე თანხას არიგებს, რათა მოახდინოს ადამიანების მობილიზება, არის შეურაცხმყოფელი ყველა პატრიოტი ადამიანისთვის. გვინდა ასევე ცალსახად განვაცხადოთ, ყველა განცხადება, რომ 15 ნოემბერს დესტაბილიზაცია და დაპირისპირება იგეგმება, ამ მთავრობის მორიგი ტყუილი და პანიკაში მყოფი ხელისუფლების ისტერიული რეაქციაა”, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები