ირაკლი ალასანიამ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა

  კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომას თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიაც ესწრებოდა, თუმცა, მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
როგორც კოალიციის ლიდერებმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, სხდომაზე ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე იყო. თუმცა, დეტალებზე საუბრისგან ყველა თავს იკავებს.
დღეს „ქართული ოცნების“ ოფისში ორი პოლიტსაბჭის სხდომა გაიმართა, ერთი თავად პარტია „ქართული ოცნების“, მეორე კი კოალიციის. ორივე სხდომას ირაკლი ღარიბაშვილი უძღვებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები