დონეცკისა და ლუგანსკის დე ფაქტო ლიდერები მოსახლეობას აფრთხილებენ

  დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერები, ხვალინდელ არჩევნებთან დაკავშირებით, მოსახლეობას აფრთხილებენ.
როგორც ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, უკრაინის ძალოვანი უწყების მიერ, ამომრჩევლების დაშინების მიზნით, შესაძლოა, პროვოკაციები და დივერსიები განხორციელდეს.
მათივე განმარტებით, არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარებისთვის ყველა ზომებია მიღებული.
2 ნოემბერს დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში ქვეყნის ლიდერებსა და პარლამენტს აირჩევენ. ოფიციალური კიევი არჩევნებს მინსკის შეთანხმებისა და მთლიანად სამშვიდობო პროცესის დარღვევად აფასებს.
უკრაინის კონსტიტუციის დარღვევად მიიჩნევენ ხვალინდელ არჩევნებს ეუთოსა და შეერთებულ შტატებშიც და შესაბამისად არც ერთი მხარის მიერ არ მოხდება მათი აღიარება.
შეერთებულ შტატებში მიაჩნიათ, რომ ერთადერთი ლეგიტიმური არჩევნები აღმოსავლეთ უკრაინაში 7 დეკემბერს დაგეგმილი პროცედურაა, რომელიც პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიერ ამ რეგიონებისთვის ავტონომიური სტატუსის მინიჭების თაობაზე ხელმოწერილი კანონით არის გამტკიცებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები