ზურაბ ტყემალაძემ ირაკლი ალასანიას გვერდში დგომა აღუთქვა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ ტყემალაძე ირაკლი ალასანიას განცხადებას გამოეხმაურა. დეპუტატმა ალასანიას გვერდში დგომა აღუთქვა.
“პოლიტსაბჭოს სხდომას დაესწრება ირაკლი ალასანია და ძალიან კარგია, რომ დაესწრება. მე მასთან არანაირი კითხვა არ მაქვს, მინდა, მას გვერდში დგომა აღვუთქვა, დარწმუნებული ვარ, რომ თავდაცვის მინისტრს პირადად არანაირი შეცდომა არ აქვს”, – განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.