პოლიტსაბჭოს სხდომაზე ირაკლი ალასანიას მოუსმენენ

კოალიცია “ქართული ოცნების ოფისში კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომა იმართება. “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში კოალიციის წევრები უკვე იკრიბებიან. პოლიტსაბჭოს სხდომას სავარაუდოდ, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიაც დაესწრება.
არსებული ინფორმაციით, ალასანია კოალიციის წევრებს, მისი უწყების მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას გააცნობს და მათ კითხვებსაც უპასუხებს. სხდომას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები